კვირა, 2026-06-07, 5:26 PM
www.girls8.tk

 ფაილების კატალოგი

საიტის მენიუ
კატეგორიები
ლექსები [58]
პროგრამები [12]
კლიპები [1]
სურათები [11]
Online ვიდეოები [16]
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა
მეგობრები
>>>>>>><<<<<<<<
მთავარი » ფაილები » ლექსები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 58
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 4 5 6 »

დალაგება: თარიღით
!!!!!!

.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები | თარიღი: 2010-02-03.....


მოგონებები ამტკივდნენ ახლა,
მოგონებები მამტვრევენ ტანში.
გარეთ თოვს, ისევ ისე თოვს ახლა.
ისე თოვს როგორც მოთოვა მაშინ.

ეს თოვლი, იმ თოვლს არაფრით არ გავს.
არც ეს დღე არ გავს იმ დღეებს წასულს.
ის თოვლი უკვე წლებია დადნა
და ის დღეებიც ჩაბარდა წარსულს.

მე კი ვგრძნობ ისევ იგივე დავრჩი.
მოგონებებიც იმგვარად მტკივა.
ახლაც სითბოში სრულიად მარტოს
ისევ იმ ზამთრის სუსხითა მცივა.

ისე თოვს როგორც მოთოვა მაშინ,
გულს მონატრება თოვლივით ადნობს.
მოგონებები ამტკივდნენ ტანში,
მოგონებებით ვიცოცხლებ მარტო...



.....ნანახია: 1226 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა

მიყვარხარ და მეყვარები მუდამ...!!!

.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები | თარიღი: 2010-02-03.....


უჩემობა შენთვის ახლა ღიმილია

გულში ფეთქვად ვიცი მაინც გამოგყვები...

შენ არ იცი თორე მყისვე მოხვალ ჩემთან

რა ტკბილია როცა ვინმეს ენატრები

დღეს რომ ვსუნთქავ ალბათ ჩემი სიცოცხლე ხარ

თუ მოვკვდები უფალს შენით ვებარები

მახსოვს თითქმის ყველა შენი გამოხედვა

მოლოდინი, სიხარული,ცოტა ცრემლი

შენ დღეს ჩემთვის მიუწვდომი სივრცე არ ხარ

მაგრამ ვიცი მუდამ ერთად ვერ ვიქნებით

ეხლაც ამ ლექსს შენზე ფიქრი მაწერინებს

ალბათ გძინავს, რომც გეღვიძოს შენ ვერ ხვდები

შენ ვერ ხვდები რომ: მე მაგრად დავიღალე

რომ ლოდინით თმაში გაჩნდა თეთრი ფერი,

რომ სიცოცხლეს მხოლოდ შენით შევეფარე

რომ მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები...


.....ნანახია: 1497 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა

....

.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები | თარიღი: 2010-02-03.....


შენი გული თითქმის აღარ მეძახის,

მელოდია აღარ მართობს წვიმის.

ქარი გზაზე დაგადევნებს ჩუმ ძახილს,

ჩემს გულში კი უსაშველოდ კივის.

რა ვქნა თუ ვერ ამისრულე რაც მსურდა,

გამიხუნე ოცნება და განცდა

მიილია გაზაფხული... დასრულდა,

გზა აებნა და ჩემს ჭიშკარს გაცდა.

არიგებენ შემოდგომის ქარები

ყვითელ ფოთლებს, სავიზიტო ბარათებს

და ფოთლები ქარზე აყოლილები,

ქუჩა - ქუჩა ჩემს სიყვარულს დაათრევს.


.....ნანახია: 1217 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა

* * * * *

.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები | თარიღი: 2010-01-13.....


სევდა უარყოფილ თვალთა
შენ ვერ შეამჩნიე..
ცოდვა განშორების ზღვართან
ყველა შეგარჩინე..
მზერას სულის სარკმელიდან
წლები დამიმარხავს…
მორჩა ჩუმი სათქმელი და
ვეღარ დამინახავ..
შენგან უარყოფილს გზები
ქარმა შემირჩია..
უკვე დასალიერს ვცდები..
წავალ, შემიძლია..
თუმცა ფიქრი მომერევა,
დარდი გამაბრუებს..
შენ ხომ წასვლის მომე ნება
რაღა დამაბრუნებს?!
შენგან უარყოფილ თვალებს
ცრემლი დამისველებს..
შენ თუ დამივიწყებ მალე
ვინმე გამიხსენებს...



.....ნანახია: 963 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა

გელოდები

.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები | თარიღი: 2010-01-13.....


ვიცი,ერთხელ,ერთხელ მაინც გიხილავ,

ალბათ ისე არ გამწირავს ღმერთი,

გულისტკივილს გადამიქცევ სიცილად,

შეუძლებელს გავაკეთებ შენთვის.

წახვედი და ახლა უფრო მიზიდავ,

ჩემი ფიქრი ოცნების ზღვას ერთვის,

შენზე ვფიქრობ ღამითაც და დღისითაც,

სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.

მეგონა,რომ შენი გული მიცდიდა,

ჩემს სატკივარს სიყვარულით გწერდი,

არ მითხრა,რომ ახლა უკვე სხვისი ხარ,

მოგიკვდები დარდითა და სევდით.

არ მითხრან,რომ ხელს რაიმე გიშლიდა,

ჩვენს სიყვარულს აუარე გვერდი,

ყველა ასო გეფერება სიტყვიდან

*გელოდები* შენი ერთადერთი.



.....ნანახია: 937 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა

ჩემთან დარჩი... მიყვარხარ

.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები | თარიღი: 2010-01-13.....


არ მინდა დაგკარგო და მერე მივხვდე,რომ
შენს მზერას შეეძლო ჩემი მზეც ეხილა...
და თუკი ტკივილი არის დღეს საჭირო
მტკივა ვთქვა ჯობია ვიდრე ვთქვა-მეტკინა!
არ მინდა წახვიდე და მერე აღმოჩნდეს,
რომ შენს სუნს მივტირი აშლილი ქარივით...
შეგრძნება არ მინდა ვიწვნიო სიშორის
ძაძებში გახვეულ იმ ქვრივი ქალივით!
არ მინდა გაქრეს და მერე კვლავ აღმოჩნდეს,
რომ შენთან დღეს ერქვა -დღე ლურჯი ზღაპრების...
დარჩი და ბოლომდე მიმიშვი შენს სულთან
და ვნახოთ ერთმანეთს სადამდე გავყვებით!
დღეს ვხვდები შეეძლო ჩემს ფიქრს და ოცნებას
დარბის და ერბინა...ტირის და ეტირა...
არ მინდა წახვიდე...ამტკივდი თუკი გსურს,
რომ არ ვთქვა , რომ არ ვთქვა, რომ არ ვთქვა მეტკინა!



.....ნანახია: 1188 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა

* * * * *

.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები | თარიღი: 2010-01-13.....


კვლავაც ნაცრისფერი გახდნენ დღეები და ისევ შემეჩვია სევდა,

ეს აუხდენელი ჩემი ოცნებები სხვისთვის მაჩუქნინა, ნეტა.

ჩემთან ფანტაზიის ფერის შიმშილია, ჩემთან სიუხვეა დარდის,

ფიქრი წყეული და ფიქრი საზიზღარი ისევ ფეხაკრეფით დადის.

უხმოდ მიგორავენ ასე დღეები და არც მოწყენა მტოვებს მარტო,

ნეტავ, რად მეძებდნენ უცხო სიზმრები და მერე მიმატოვეს რატომ?


დღეს მწუხარებამაც მომცა სიფხიზლის და მუდამ ჩემთან ყოფნის ფიცი,

ერთი ნუგეში მაქვს - შენი ღიმილი და ისიც მიმატოვებს, ვიცი..



.....ნანახია: 879 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა

თუმცა..

.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები | თარიღი: 2010-01-13.....


თუმცა ცხოვრება შენით მეწყება
და დასასრულიც შენა ხარ მისი
თუმც მონატრება შენს მოლოდინში
წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის...
ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა
რით დაგანახო ეს სიყვარული,
როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ
ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული...
რომ ბევრი ღამე შენზე ოცნებით
თავზე უაზოდ დამთენებია,
რომ შენნაირი კარგი არავინ
ქვეყნად არასდროს არ მყვარებია...
და რომ ჩაქრება ვიცი უშენოდ
ჩემი სიცოცხლის ბოლო სანთელი,
ესეც რომ გითხრა აღარაფერი
აღარ დამრჩება შენთვის სათქმელი...



.....ნანახია: 859 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა

* * * * *

.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები | თარიღი: 2010-01-13.....


დღეები დღეებს,
მისდევს, იწყება...
ერთად ასხმულა, როგორც მტევნები...
ძვირფასო, ყველა კარგად იქნება...
გეტყვი და...
დღეებს დავედევნები...
გადიან წლები,
ისევ იწყება...
შეგხვდი ხელახლა და ვერ გიცანი...
ჩვენი შეხვედრა ღმერთმა ინება...
მაგრამ, არ მახსოვს სად გაგიცანი...
ისევ თან დამდევს,
და სუნთქვა მესმის...
და ეგ ღიმილი სათნოა, წმინდა...
მე მაპატიე, გვიანი ლექსი...
და ეს დუმილიც, შემინდო მინდა...
დაიწყო თითქოს,
და სევდა მიცქერს...
და თითქოს, ფრთები გაშალე მყისვე...
შენს მოგონებებს, უგონოდ მივდევ...
და მარტოობას ვამარცხებ ისევ...
ვხედავ ბნელდება,
დღე დღეებს მისდევს...
ისევ თენდება დღეა მზიანი....

მე სიმარტოვე არ მინდა მჭირდეს...
შენ კი, არ იყო ასე ჭკვიანი...
წლები გაქრება
სევდაც რამდენი....
მე უშენობა ვერ ავიტანე...
გადავიტანე თურმე რამდენი...
მაგრამ, შენ ვეღარ გადაგიტანე.



.....ნანახია: 910 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა

ალბათ

.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები | თარიღი: 2010-01-13.....


ალბათ,
დამღალა შენთან თამაშმა,
ალბათ,
მოვიდა ვნებების მსგეფსი...
რა მემართება!
რამ დამავიწყა,
რომ მე სიცოცხლე მინდოდა შენთვის...

ველოდებოდი ყვითელ სექტემბერს
და შემოდგომის ფოთლების თოვას...
ახლა, კი, ახლა...
ეს ფოთოლცვენა
ჩემთვის და შენთვის სულ აღარ მოვა...

ვგრძნობ, რომ დარეკეს
მაცნე ზარებმა
და ეს თამაში დამრჩება ოხვრად...
ეს სადედოფლო ჩემი კაბებიც
გადამექცევა კონკიას ძონძად...

მერე,
მოვყვებით ათას ლეგენდას-
-იყო და არა...
გახსოვს, რა იყო?
სიყვარულივით იყო რაღაცა
და შემოდგომის ქარმა წაიღო...



.....ნანახია: 888 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა