| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 58 ნაჩვენებია მასალა: 21-30 |
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 » |
დალაგება:
თარიღით
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
კარგი იქნება მჯეროდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს (რომელიც მართლაც იქნება მშვენიერი) აღმომაჩენ და გაფართოებულ თვალებში შვება ჩაგიდგება. კარგი იქნება მჯეროდეს, რომ მოხვალ ოდესმე, შემომაბრუნებ და მეტყვი სიტყვებს, ვერავისთვის რომ მიწისგულზე ვერ გაიმეტე. კარგი იქნება, მაგრამ უკვე არაფრის მჯერა და მეშინია დღის, რომელიც მოვა ჩვეულებრივად და დამაჯერებს, რომ არ მოხვალ, არ აღმომაჩენ, არ მეტყვი სიტყვებს, ვერავისთვის რომ მიწისგულზე ვერ გაიმეტე და მე ვერ ვნახავ თვალებს, რომლებშიც გახურებული ლითონივით ჩადგება შვება.
|
.....ნანახია: 874 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ. ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ. როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ, მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ! ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს. ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს. გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ. იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა ყველაფერს სხiვი, სხვა სახელი გადაერქმევა. შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი. გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ. მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები. მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ - როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე. მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი. ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი...
|
.....ნანახია: 870 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
მესაუბრები ჩურჩულით, სულგანაბული გისმენ, მსურს, რომ მარადის გისმინო, განა მიყვარხარ? - ისე...
გნახავ და ჩემს უნებურად ბავშვივით ვცელქობ მყისვე, თავდავიწყებით ვტიტინებ, განა მიყვარხარ? - ისე...
გვერდით ჩაგივლი, შეგხედავ, და გზას განვაგრძობ ისევ, მსურს, მზერა შემოგაპარო, განა მიყვარხარ? - ისე...
მთების გული გაქვს კარგო, გოლიათობა მთისვე, მსურს, ჩავიხედო შენს გულში, განა მიყვარხარ? - ისე...
|
.....ნანახია: 903 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი, ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს. ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე, სევდა როდემდე არ დამასვენებს? დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ, თვალებს გავახელ და შენ დამხვდები, მოგონებებში ჩავიძირე და საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები. შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ, აზრი არა აქვს შენზე ოცნებას, მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე, ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება. მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი, მართლაც რამდენი ხანი გავიდა... გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს, მე შეგუება ბედთან არ მინდა! მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი, არც დამცინავი კედლის საათი; "ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!" ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს შენი ხატება _ ძილშიაც მოვა; წახვედი შენ და ღამის სიზმრები, მოგონებები დამრჩა სახსოვრად. შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს, სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ იარსებებენ ჩემი ლექსები
|
.....ნანახია: 771 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
სიყვარულის წვიმა იყო მაგრამ სულ არ დავსველდი, ყველა სადღაც მიდიოდა მე კი მაინც გავჩერდი... თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო მე კი მაინც მციოდა მშვენიერი ცხოვრებისგან თვალზე ცრემლი მდიოდა....... მივდიოდი მარტოდ_მარტო მომყვებოდა აჩრდილი, მივდიოდი ჩემთვი ჩუმად და მომესმა ძახილი......! მივიხედე გაოცებით და შევხედე იცი რას? დღე პირველად შენ აჩრდილმა ჩემთან ერთად იტირა... გზა გავნაგრძე თუმცა აჩრდილს გული ისევ სტკიოდა, თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო მე უშენოდ მციოდა
|
.....ნანახია: 805 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
შეინარჩუნე სიყვარული მშვენიერი! შეინარჩუნე სიხარული ბედნიერი! თავი დახარე, დაუფიქრდი შენს ლამაზ წარსულს, ვერ დაიბრუნებ ვერასოდეს იმ დროს გარდასულს.
ნუღარ ეცდები დაიბრუნო გასული წლები! ვეღარ გაუძლებ, რომ მოგძახოდნენ ის ძველი ხმები. ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რომ გული დაგწყდეს, რომ ჩვენს გულებში გადაბმული ჯაჭვი არ ჩაწყდეს!
გახსოვდეს მუდამ ამ ცხოვრებაში წამს მიყავს წლები. კარგად გათვალე შენს გონებაში ეს ნაბიჯები! ჩვენ ხომ არ ვიცით ცხოვრებაში თუ რა მოგველის, არ შეგვეშინდეს ამიტომაც უკან მოხედვის.
|
.....ნანახია: 795 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
მოვა დრო... ღამე მოგენატრები, ქუჩაში დღისით მოგელანდები, შენც მოგაწვება გულზე დარდები და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები. ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე, არ მესაუბრო იმ ძველ გრძნობაზე, მოვა საღამო და მოვა ღამე, შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს, იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს და მოიგონებ სანატრელ წამებს, სანატრელ წამებს შეამკობ დარდით, და ატირდება ეგ გულიც ნატვრით, ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი, რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი...
|
.....ნანახია: 810 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ რა ვუყოთ თითებს? იმ ხელს, რომელიც თრთის და მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ მაგ თვალთა კრთომა? პატარა ბავშვიც ჰპოვებს იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?.. ძვირფასო, ხომ არ გცივა?... ხომ არ შეგემთხვა ავი და გული ხომ არ გტკივა...
გულში დამალავ გრძნობას, ჩააქრობ ტრფობის ალებს, მაგრამ რას უზამ თითებს?.. თვალებს....რას უზამ თვალებს?...
|
.....ნანახია: 822 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი... იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი... იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი... იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი.. იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან.... იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?! იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ.. იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?! იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი... იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი.. იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?! ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ... არა არაფერიც არ იცი
|
.....ნანახია: 787 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
როცა ავღელდი, მაშინ მოხვედი... ისევ დამიწყო გულმა წვალება, კვლავ მომერია ფიქრი თავხედი... კვლავ გამაგიჟეს შენმა თვალებმა... შენმა თვალებმა ისევ ამავსო, გული სუნთქავდა კვლავ ეშმაკურად... რად დამიბრუნდი ასე, ლამაზო... მაინც ლამაზად და შენებურად... დღეს ისევ, შენმა მზერამ ამავსო... და დავიწყებულ ლექსებს მიმღერებ, არ დაგივიწყებ კარგო, ამასო... მეტყვი და ისევ ყელს მომიღერებ... კვლავ დამიბრუნებ ნატვრას, სურვილებს... კვლავ მომიშუშებს კოცნა იარებს, კვლავ წარსულივით მომისურვილებ... და სიყვარულებს გამიზიარებ... კვლავ გამაგიჟეს შენმა თვალებმა... კვლავ მომერია ფიქრი თავხედი, ხედავ? დამიწყო გულმა წვალება... ისევ ავღელდი, და შენც მოხვედი.
|
.....ნანახია: 817 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
| |