| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 58 ნაჩვენებია მასალა: 11-20 |
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 » |
დალაგება:
თარიღით
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
შენ გიჟი ხარ... როცა გხედავ მეც მაგიჟებ... შენთან რომ ვარ, სისხლი გულში კოცონს მინთებს... როცა ველი შენს მოსვლას და შენს ნაბიჯებს... ვფიქრობ, როგორ მოვეფერო შენს ნაზ თითებს...
მეც გიჟი ვარ... და უშენოდ როგორ გავძლო... მინდა, ისევ მაგიჟებდე, აქაც, იქაც... ეს ცხოვრება, მხოლოდ შენთან, შენთვის განვლო... მე ხომ, მხოლოდ ეგ სიგიჟე შენი მიყვარს...
ჩვენ გიჟი ვართ... და სიგიჟეს თავის დრო აქვს... არ გვჭირდება, უმიზეზოდ ხვეწნა, ფიცი... შენ რომ ფიქრობ, ეგ ფიქრები, ქარს აქ მოაქვს... ქარს მოჰყვები, გამაგიჟებ ისევ, ვიცი.
|
.....ნანახია: 998 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
გეხვეწები... ნუ მაშინებ დაშორებით.... თითქოს, სადღაც დარჩენია გული წარსულს... მე ხომ, დარდი დავანგრიე, მაჟორებით... იცი, რაც მსურს...
გეხვეწები... ნუ მაგიჟებ გაგიჟებით... მერამდენედ დამიტოვე ფიქრი მარტო... მე მოვალ და სასთუმალთან დაგიჯდები... გეტყვი რატომ?..
გეხვეწები... ნუ ამბობ, რომ დაიღლები... მიეჩვევი უჩემობას, სადღაც წახვალ... წვიმად მოვალ და წვეთებად დაგეღვრები... სიზმრად გნახავ...
გეხვეწები... ნუ დამტოვებ ასე, მარტო... მე ხომ, შენი სუნთქვა ვარ და გულის ფეთქვა... აღარ მინდა, რომ ოდესმე გიღალატო... შენთვის მეთქვა...
გეფიცები... ოცნება ვარ შენი მხოლოდ... გეხვეწები, ნუ მაშინებ დაშორებით... ვიცი, მაინც ჩემთან მოხვალ, წლების ბოლოს...
|
.....ნანახია: 851 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი. დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს, ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც მშიერ ბეღურებს, გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს.
დროც ასეთია, ყველა ტკივილს სწრაფად გავიწყებს, წლებით "აცრილი" სიძულვილი, თითქმის, ბრძენია. და როცა წყენას ვერ იხსენებ დროში გაწელილს, - უნდა ჩათვალო, რომ საწყენიც არაფერია.
მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი. იღბალს ჩამოვწყდი თვალნაკრავი გიშრის მძივიდან, თბილ ხელისგულზე დამეტევა მთელი ზამთარი... თუ სიამაყეს, სიყვარულის მსხვერპლად მივიტან.
|
.....ნანახია: 819 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, რა უფეროა უშენო დღე და რა წყეული უშენო ღამე, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას, როგორ ვიტკიებ უშენო წამებს, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი, როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ სულ მალე, დაგავიწყდები, მითხარი რამე!
|
.....ნანახია: 815 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
მე შემშლის ღამე,უშენო ღამე, კვლავ ავტირდები როგორც პატარა, და თითქოს მიკვირს, დაღლილმა გულმა ამდენი დარდი როგორ ატარა...
და მიდის ფიქრი ლაბირინთებში, ეს უშენობა ო,რა ძნელია, კვლავ ჩამისაფრდა სევდის ფერები, ირგვლივ ყოველი თითქოს ბნელია.
მინდა მოგიძღვნა ათასი ლექსი, ათასი კოცნა,ფიქრი ათასი... არ მეშინია ამ ქვეყნად არვის, თუნდ მყავდეს მტერი ათიათასი.
რადგან ეს გრძნობა მე ძალას მმატებს, მინდა რომ მხოლოდ შენთვის ვიწვოდე, ეს სიყვარული მაცოცხლებს დღემდე და ეს ყოველთვის მინდა იცოდე!
|
.....ნანახია: 846 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
როცა სიცოცხლე მიხაროდა გული სითბოსაგან დამიცალე, როცა სიგიჟემდე შემიყვარდი შენთან სიახლოვე ამიკრძალე, ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდა ყველა ამირიე, დამიშალე. შენი გაღიმება შემიყვარდა მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე. მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე. შენი სიყვარული მიხაროდა ღიმილი კი ცრემლად შემიცვალე. შენი დავიწყება მაიძულე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე
|
.....ნანახია: 841 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
მე დღესაც მჯერა რომ ეს სამყარო შენით იწყება შენით მთავრდება მე შევეცდები გრძნობა დავმალო მაგრამ ვიცი არ დაიმალება
მე ერთხელ კიდევ მინდა შევიგრძნო შენი ხელების ნაზი შეხება შენი პატარა თბილი ხელების ჩემს გარდა ყველას რომ ეფერება
მე ერთხელ კიდევ მინდა ჩაგხედო შენს მოციმციმე ცისფერ თვალებში ოჰ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ მაგრამ ვაი რომ ჩემი არ გესმის
ჩემ გონებაში შენი ხატება ხან სულ გაქრება ხანაც გაჩნდება მე რა ვქნა თუკი ჩემთვის სამყარო შენგან იწყება შენით მთავრდება
|
.....ნანახია: 802 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი, ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს. ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე, სევდა როდემდე არ დამასვენებს? დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ, თვალებს გავახელ და შენ დამხვდები, მოგონებებში ჩავიძირე და საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები. შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ, აზრი არა აქვს შენზე ოცნებას, მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე, ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება. მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი, მართლაც რამდენი ხანი გავიდა... გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს, მე შეგუება ბედთან არ მინდა! მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი, არც დამცინავი კედლის საათი; "ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!" ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს შენი ხატება _ ძილშიაც მოვა; წახვედი შენ და ღამის სიზმრები, მოგონებები დამრჩა სახსოვრად. შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს, სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ იარსებებენ ჩემი ლექსები
|
.....ნანახია: 1177 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს, მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..
და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას.. მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში, როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..
თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს, თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..
ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას.. მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..
ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს.. მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს
|
.....ნანახია: 796 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-13.....
მაკლიხაააარ!..... გავყვირი დახშული ბაგით და... ვერავინ გაიგებს ამ კივილს სულისას! მჭირდებიიიი!..... ცრემლებად იღვრება გული და უცრემლო თვალები მალავენ სურვილსაც!
არ ვიცი, რა მინდა... ვიცი, რომ შეხვედრა კვლავ ტკივილს მომიტანს, ოცნებაც გაქრება... და მაინც მიყვარხარ,,, და მაინც მაკლიხარ... და მაინც მჭირდები იმედის სანთლებად
|
.....ნანახია: 905 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
| |