| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 58 ნაჩვენებია მასალა: 31-40 |
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 » |
დალაგება:
თარიღით
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
"მე არ დაგიწერ არცერთ ლექსეს უკანასკნელი იქნება როგორ დამტანჯეს, დამღალეს შენზე ფიქრებმა ჩვენი გზა არასდროს ერთმანეთს, არასდროს არსად შეხვდება შენ ალბათ იპოვი სხვა გოგოს, მეც აბათ სხვა ბიჭი შემხვდება მაშ მოდი დავშორდეთ ერთმანეთს, ისე გულწრფელად ფაქიზად არც შენ ინატრებ ჩემს ნახვას, არც მე ვინდომებ_რა მინდა? ცხოვრება თავისას გაიტანს, მალე მეც დამავიწყდები და ორი ნაცნობი ამ ქვეყნად, ორი უცნობი ვიქნებით"
|
.....ნანახია: 950 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
დახუჭული თვალებით შენზე ფიქრში, შემცივნული, გაყინული თოვლის ფიფქში. წარსულზე გათოშილი მრჩება დარდი. რა ვქნა ასე უძიროთ თუ შემიყვარდი?
მე ეს შენი ბავშური ნაზი სახე, მერამდენედ უკვე ცხადი სიზმრად ვნახე. თვალმა გნახა, გულმა გიგრძნო, შეგიყვარა, ხელმა შენი მომავალი შეიფარა.
ერთ რამეს გთხოვ, გაუფრთხილდი გულით გრზნობებს! სიყვარულს გული არასოდეს ტოვებს. შეიყვარე ვინც ზღაპრულად შეგიყვაროს, ის ვინც შენი სიყვარული შეიყვაროს.
|
.....ნანახია: 830 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
მე თუ ვერასდროს ვერ მოვედი, ძვირფასო, შენთან და თუ ვერასდროს ვერ გითხარი ჩემი სათქმელი, თუკი ვერასდროს გაგაგონე ამ გულის ფეთქვა, თუ ნაადრევად მიმითვისებს ცივი ნამქერი, დამპირდი ჩემო, დამპირდი, რომ მატარებ ფიქრად, რომ მოგონებად გადამაქცევ, რომ ცრემლად დამღვრი, რომ ხან ჩუმ სევდად გამომსახავ, ხან კი ღიმილად, რომ შემიფარებს შენი სული სიშორით დაღლილს, რომ შენს თვალებში ჩამასახლებ შეუცნობ დარდად, რომ შემინახავ საიდუმლოდ სულ მუდამ, კარგო, და მე არ მინდა სხვა იმედი იმ ერთის გარდა, რომ შენ არასდროს, რომ არასდროს დამტოვებ მარტო...
|
.....ნანახია: 812 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
გატყობ თვალებზე–ვიღაცას ელი და ეს ლოდინი გულს ძლიერ გიწვავს, ბედნიერი ხარ რადგანაც უცდი, ბედნიერი ხარ რადგანაც გიყვარს. ელოდე,დრო გულს ნუღარ მოგიკლავს, უიმედობით ხელებს ნუ აქნევ, მოლოდინს,ტანჯვას,უსაზღვრო ფიქრებს მე,ჩემებურად პაემანს ვარქმევ. მაშ,გაუმარჯოს იმ ძლიერ გრძნობას ნგრევა რომ იწყო გულის კედლების, იმ მარადმწვანე სიყვარულის ხეს ვგრძნობ,ღვთის განგებით შევეკედლები..
|
.....ნანახია: 807 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
ვიცი, აღარ გენატრება ჩემი ნახვა... ვიცი, უკვე დამივიწყე, ასე მალე... ვიცი, აღარ გამომხედავ, ისე წახვალ... ვიცი, უკვე მერამდენედ დამემალე...
ვიცი, ვითომ დაივიწყე ჩემი კოცნა... ვიცი, როგორ დაგათენდა ჩუმად ღამე... ვიცი, მაინც გამიხსენებ, მაშინ როცა... ვიცი, როცა ჩემს წარსულთან დააღამებ...
ვიცი, ჩემი მოფერება აღარ გათბობს... ვიცი, თუნდაც ერთი წამით, მაინც მელი... ვიცი, შენი მოფერება ახლაც მახსოვს... ვიცი, ისევ დამიგროვდა მე სათქმელი...
ვიცი, განა არ ვიცოდი, ახლაც ვიცი... ვიცი, როგორ ეგებება დილას მთვარე.... ვიცი, ჰოდა ვის ჭირდება ფიცი, მტკიცი ვიცი, ჰოდა... ისევ ისე გითვალთვალებ...
იცი? უკვე მერამდენედ დამემალე? იცი? აღარ გამომხედავ, ისე წახვალ... იცი? უკვე დამივიწყე, ასე მალე... ვიცი, აღარ გენატრება ჩემი ნახვა....
|
.....ნანახია: 803 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
| სიყვარულთან ვერაფერი მივა, |
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
ისევ ისე... მოვარდება წვიმა, ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს... სიყვარულთან ვერაფერი მივა, სიყვარული, ისევ ისე იფრენს... ეს ცხოვრება, ნუთუ, ამად ღირდა, გული, ისევ ემალება ფიქრებს... შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა... იმედები ისევ დაგაფიქრებს. ისევ მოვა, ეს გიჟური წამი... მოგასკდება წვეთებად და წვიმად, ოღონდ, ისევ მომატყუო რამით... ოღონდ, ისევ მომატყუო მშვიდად. შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა... შენ ხომ, ჩემი სიყვარული გართობს... შენ ხომ, ჩემი სიყვარული გინდა... მეც ხომ, შენი სიყვარული მათბობს... ისევ ისე... მოვარდება წვიმა, ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს... სიყვარულთან ვერაფერი მივა, სიყვარული, ისევ ისე იფრენს.
|
.....ნანახია: 822 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
არ ვიცი სად ხარ, რას სუნთქავ, რა გკლავს, რას ეჭიდები ამჯერად ფიქრით. ერთი ეგ ვიცი, რომ ჩემთან არ ხარ და ჩემი დარდით არ გტკივა ტვინი... მე კი ძვირფასო დღეებს, უშენოს, ეს პაწაწინა ლექსები მირთობს, გადარეული ჩემი სიზმრებიც, მუდამდღე შენთან ალერსზე მიხმობს... არ ვიცი რა ვქნა, საით გავიქცე, სად შევეფარო დღეებს, ნაცრისფერს. შენი ლეგენდა როგორ დავხიო, ანდა წარსული როგორ გაგიხდე.
|
.....ნანახია: 903 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
დავწვები და მისი სახე მელანდება, ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს, მაგრამ ამ გულს სიყვარული რომ არასდროს განუცდია?! არ მინდა, რომ ჩემი თავი დავარწმუნო, ნუთუ მიყვარს?? ღამით, ფიქრით ძილგატეხილს, მე ჩემს თავზე მეცინება, მომასვენე ფიქრის ხროვავ, მომასვენე! მოდი ჩემთან, ჩამეხუტე სიმარტოვევ! ჩუმად, გულში ვამბობ, ვფიქრობ - ნუთუ მიყვარს?? ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს!!
|
.....ნანახია: 856 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
ოღონდ გიყვარდე და მე შენ მოგიტან წითელ ალუბლებს დაკრეფილს მზეზე... ოღონდ გიყვარდე და... ჩვენ ვიცხოვრებთ ჩიტის ბუდეში... იმ ლამაზ ხეზე... ოღონდ გიყვარდე და ჩემი სუნთქვა გეტყვის დანარჩენს... ოღონდ გახსოვდე, ნუ გამომიტან სასტიკ განაჩენს... გთხოვ, არ დახურო შენი კარი, დატოვე ღია... რომ მოგიტანო საფლავთან გოდებით დამჭკნარი ია... არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიცი, რომ აზრი არა აქვს ბოლომდე გახსნას... ოღონდ გიყვარდე და ჩემი ცრემლებით იპოვი ახსნას... ჩემგან თუ წახვალ... არ შეგაწუხებ, ჩუმად ვიტირებ... დღეს მზე ანათებს და ხვალ თოვლს დადებს... შორს თუ არ წახვალ, მე შენ მოგიტან ცრემლიან ვარდებს... ოღონდ გიყვარდე და მოგიტან წითელ ალუბლებს დაკრეფილს მზეზე...
|
.....ნანახია: 803 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
სევდა ტალღებად მეხლება თითქოს... ჩვენ ორნი ვდგავართ ზღვასთან და ისევ... მე ვერ გავუძლებ ტალღების სითბოს... ორივეს გულებს ასე, რომ გვივსებს...
და კიდევ უფრო, დიდ ტალღებს ველი... და ზამთრის სუსხი ნაპირებს არწევს... უჩუმრად, ისევ მოგხვიე ხელი... და შენი სითბო ჩემამდე აღწევს...
ნაპირთან დგახარ და ისევ მელი... გრძნობებმა ზღვასთან გააბა ფიქრი... ვიცი, მომელის მე ბრძოლა ძნელი... ნაპირზე ვდაგვარ და სადღაც მივქრი...
თმაგაწეწილი შენ გავხარ ტალღას... აბობოქრებულ შეშლილ ფერიას... დავდივარ ასე, არ ვიცი დაღლა... და ოცნებებიც არაფერია...
გახსოვს, ზღვა როგორ გვარწევდა მაშინ... რა კარგი იყო, დუმილი იმ დროს... ვიდექით ქარში, მერე წვიმაში... და სიყვარული გვახრჩობდა თითქოს...
|
.....ნანახია: 867 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
| |