| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 58 ნაჩვენებია მასალა: 41-50 |
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 » |
დალაგება:
თარიღით
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
ჟრუანტელმა დამიარა, როცა შემეხე, და... ნეტავ, შენი თვალებისთვის, კიდევ შემეხედა....
მეფერები, ჟრუანტელი მივლის ტანში... გადამრია შენმა სუნთქვამ, ტუჩის გემომ... ვზივართ, სადღაც... მიტოვებულ ვიწრო ნავში... და ფიქრები წყალს მიყვება, სადღაც ქვემოთ....
მეფერები, ეგ ტუჩები კოცნად მაწვიმს... ქარი ჩუმად გაშიშვლებულ ვნებას ათოვს... ტუჩები გაქვს ალუბლების, ხანაც მარწყვის... შენი კოცნა მზეზე უფრო ძლიერ მათბობს...
მეფერები. უსაშველოდ დიდხანს მკოცნი... ნავში ვზივარ, გაგიჟებულ ფიქრებს მივდევ... მე შენი ვარ სულითაც და თუნდაც ხორცით... ამიტომაც უშენობას ვეღარ ვითმენ...
მეფერები, შენი კოცნა ნიავს არხევს... ფიქრებივით ჩამიკარი ისევ გულში... ქარი და მე, შემოტმასნულ კაბას გახევთ... მიყვარხარო ჩამჩურჩულებ ისევ ყურში...
ჟრუანტელმა დამიარა, როცა შემეხე, და... ნეტავ, ჩემი თვალებისთვის, მაინც შეგეხედა...
|
.....ნანახია: 834 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
ნერვებაშლილი ქარი დაძრწის დაღლილ ქუჩებში. წვიმის ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის მინას. ნეტავ ვიცოდე სად წახვედი იმ ბნელ ღამეში, ვეღარ ვუცქერი უშენობით ცარიელ ბინას.
ცარიელია ახლა ჩემთვის მთელი ქვეყანა, ცარიელია ეს უაზრო წყეული ღამე. ნუ გაჩუმდები ეს სიჩუმე სუმთლად მაგიჟებს, ხმა ამოიღე და ოღონდაც მითხარი რამე. პირველი ღამე მარტოობის უკვე გათენდა. მთვარემ აკეცა სევდისა და გლოვის ფარდები, ამ ერთ ღამეში ისე ძლიერ მომენატრე რომ, ვიცი არასდროს ასე აღარ მომენატრები
|
.....ნანახია: 894 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
მე შენ მიყვარხარ როცა წვიმს მაშინ,როცა წვეთები ალბობენ მიწას, და ირგვლივ ქარი გაავებული კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას... მე შენ მიყვარხარ, როცა თოვს მაშინ, ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია და მე მივდივარ ღიმილით იქაც სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან... მე შენ მიყვარხარ, ხვატში ,გვალვაში როცა წყალს ითხოვს ჩვენი ვერხვები, როცა მეხები ყურთან ჩურჩულად და მაშინაც კი თუ ვერ მეხები... მე შენ მიყვარხარ, მთაში და ბარად,მდინარესთან და ზღვასთან ტალღებად, ღირდა ყოველი წამი და წუთი ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად... მე შენ მიყვარხარ როცა ვიღვიძებ,ვიძინებ როცა ღამეს ვნებდები, არ მენაღვლება რომ გადის დრო და რა მენაღვლება თუკი ვბერდები?! მე შენ მიყვარხარ, ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში... და ყოველ სიტყვას,ღიმილს,სიგიჟეს ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ, აჰა ეს ლექსი ,და იცი უკვე შენ,რომ მიყვარხარ, მე,რომ მიყვარხარ!
|
.....ნანახია: 834 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
როცა გულის ნაცვლად დიდი ქვის ლოდია
და სუყველაფერი თითქმის იოლია
როცა დარწმუნდები მწარედ გატყუებენ
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა დაგროვილი ბოღმა მოგაწვება
ნერვებზე თამაში ამ დროს იოლია
და ცრუ იმედები ესეც რომ გაქრება
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა ქვეყანაზე არავინ არ გიყვარს
მაშინ ეს ცხოვრება სულ მთლად იოლია
და თუ სიყვარულს ფეხქვეშ გითელავენ
სწორედ ამას ქვია ბედის ირონია...
|
.....ნანახია: 1047 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
დღეს მოგონებებს ბავშვივით ველი... ვიცი წარსული ფიქრებს გამანდობს... მე თავს მახსენებს, ტკივილი ძველი... იმაზე მეტად... როგორც არასდროს... დღეს, მახსენდება ბავშვივით მღერა... ვივიწყებ წყენას, ფიქრებს სადარდოს... ყველაზე მეტად წარსულის მჯერა... იმაზე მეტად... როგორც არასდროს... გულში ვინახავ მაგ სათუთ ღიმილს... შეხედე, მაღლა ცა რას ნავარდობს... მე უშენობით ვარ მოწყენილი... იმაზე მეტად... როგორც არასდროს შეხედე ცაში რა ფერებია... ღრუბელი ღრუბელს მზესთან ღალატობს... მე შენი ფიქრი მომფერებია... იმაზე მეტად... როგორც არასდროს... დღეს მზე მანათებს საოცრად მწველი... და უშენობით ისევ გამათბობს... მე მოგონებებს ბავშვივით ველი... იმაზე მეტად... როგორც არასდროს...
|
.....ნანახია: 800 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-12.....
მე მაპატიე, ვერ დავემგვანე იმ ქალს, რომელსაც ღამ-ღამობით ფიქრით ხატავდი... მე მაპატიე, ვერ ვიქეცი სურვილის მონად, ვეღარ გითხარი - რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი, სხვა სიყვარული, მონატრება, სხვაგვარი თრთოლვა. ვეღარ გითხარი... დროც არ იყო ამის სათქმელი, რადგანაც სულში სევდამ მოთოვა... ბოლოს კი მაინც უხმაუროდ ისე წავედი, შემოდგომის პირს როგორც იცის ხოლმე ფოთოლმა.
|
.....ნანახია: 992 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-11.....

არ ვიცი, ასე რატომ მაგიჟებს, შენი ღიმილი, შენი
ტაროსი... მე, დღემდე ვითვლი შენსკენ ნაბიჯებს... და ვდგავარ მთაზე, ვით
იკაროსი...
არ ვიცი, ასე რატომ მაგიჟებს... შენი თვალების
შემოჩეხება... დავდივარ, ისევ ვითვლი ნაბიჯებს... და გული, ისევ სევდით
მევსება...
არ ვიცი, ასე რატომ მღერიან... შუა ზამთარში მთვრალი
ვერხვები... მოვფრინავ, მე ხომ აღარ მელიან... მოვფრინავ შენსკენ, შენ კი ვერ
ხვდები...
არ ვიცი, ასე რატომ მაოცებს... შენი ღიმილი, მზესავით
მწველი... მოგეპარები, ჩუმად გაკოცებ... და სერენადებს დილამდე
ვმღერი...
მაქვს ფრთები, მთაზე ვდგავარ და ველი... და სულში სევდა
ისევ ამინდობს... მოვფრინავ, ღრუბელს მოვხვიე ხელი... და მზეს ვუგზავნი
კოცნას ამიტომ... 
|
.....ნანახია: 770 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-05.....
ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ, ჩემი სიყვარულის კონა, ჩემი სილამაზის საზომი, ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი, ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი, ჩემი ღამეული ბოდვა.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ, ჩემი დარცხვენილი მუზა, ჩემი ბედნიერი ცრემლების ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ, ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი, ჩემთვის გასროლილი ტყვია
|
.....ნანახია: 784 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-05.....

მე არ გიცნობ მაგრამ მაინც მიყვარხარ არც კი გკითხავ ვისი ხარ ან ვინა
ხარ მე უბრალოდ სულ შორიდან გიყურებ შემიყვარდი და თავსაც არ ვიტყუებ მე
რატომღაც მომწონს შენი სიჩუმე და თვალებით წარმოთქმული სიტყვები დამიჯერე
უსასრულოდ მიყვარხარ და სიკვდილის დღემდე ასე ვიქნები ისევ ვხედავ ამ ქუჩებს
ავდარიანს ისევ გნატრობ ყველაფერზე ძალიან მიყვარხარ და ამის თქმას მე არ
ვნანობ კიდევ ჩვენზე ბევრ ოცნებეს გაგანდობ მე შენ გეტყვი რაც აქამდე არ
მითქვამს არვიცი შენ ამას როგორ აღიქვამ მაგრამ მაინც ბევრი ცრემლი
დავღვარე და ფიქრები ჩემი მე შენ გაგანდე დაიბენი არ იცოდი რა
გეთქვა გულის დარდი ჩემთვის როგორ წაგერთვა მაგრამ მაინც პირდაპირი
პასუხით ჩემი გული დაიპყარი ვარ სუსტი და მე ამას წამითაც კი არ
ვნანობ ამდენი არ მიტანჯია ამაოდ ჩვენ ხომ ახლა გულით ერთნი ვართ
კარგო სიყვარული არ მინდა რომ დავკარგო

|
.....ნანახია: 740 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
|
.....დაამატა: barbara | კატეგორია: ლექსები |
თარიღი: 2010-01-05.....

მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი. "მე შენ
მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში,ან
ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ, "მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის
ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. "მე შენ იყვარხარ!"თუნდაც
ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, "მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ
სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად: "მე
შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად 
|
.....ნანახია: 809 | გადმოწერილია: 0..... ....................................................................................................................................................... სრულად ნახვა |
|
|
| |